Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე შიო დავით გარეჯზე: ეს ადგილი იმ დროინდელია, ჩვენ ვევედრეთ მას, რომ შევძლოთ ლოცვის აღდგენა აქ


პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო თავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. მან იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯან-საქართველოს შექმნილი ორმხრივი კომისია შეძლებს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იქ წირვა-ლოცვის აღდგენის უფლება მიეცეს.

"ეს ადგილი დავით გარეჯელის თანამედროვეა, თქვენ იცით, რომ ვერ ვწირავთ, ვერ ვლოცულობთ აქ. ჩვენ დღეს ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება შეიცვალოს", - თქვა მან.

მან არ ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე:

"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან და ამასთან ერთად სიმართლე დადგინდება".

30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახალი გამოძიების დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების მტკიცებით, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. ქაცარავა სწორედ ამ საქმეზე დაიბარეს სუს-ში.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. ამ დროისთვის მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3.

დავით ქაცარავა და მისი "ანტისაოკუპაციო მოძრაობა" პატრიოტული მოტივებით ხშირად მოძრაობს მონასტრის ტერიტორიაზე და პროტესტს გამოხატავს აზერბაიჯანული მხარის და ასევე საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG