Accessibility links

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი 25 ივნისს, თბილისური დერბით განახლდება


საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა სამ კვირაში დასრულდება.

25 ივნისს, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მესამე ტურის პირველ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს თბილისის კლუბები დაუპირისპირდებიან - საქართველოს სუპერთასის მფლობელი „საბურთალო“ და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საწყის ეტაპზე, ჩემპიონატის თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართება.

წინასწარი გეგმით, მიმდინარე ჩემპიონატის ფინიშამდე ოცდათოთხმეტი ტური რჩებოდა, მაგრამ, პანდემიისა და მთელი რიგი შეზღუდვების გამო, გათამაშების ფორმატი შეიცვალა და კლუბები ოთხი წრის ნაცვლად, ორ წრეში - თექვსმეტ ტურში გამოავლენენ ჩემპიონ-პრიზიორებს.

ორი ტურის შემდეგ, გათამაშების ცხრილს თბილისის „ლოკომოტივი“ ლიდერობს, ექვსი ქულით. ოთხ-ოთხი ქულით მეორე-მესამე ადგილებს იკავებენ „საბურთალო“ და გორის „დილა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG