Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში აცხადებენ, რომ აღკვეთეს საქართველოში იარაღის უკანონოდ გადატანის ფაქტი


სოხუმის ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების გარდა, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში, „სახელმწიფო საზღვარზე გადატანის მცდელობა".

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, მამაკაცი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ დაუდგენელი ტიპის რევოლვერი 1996 წელს დაბადებულ ზ.ზ-ს, მდინარე ენგურის დე ფაქტო საზღვარზე, ხელის ბარგის დათვალიერების დროს აღმოუჩინეს.

„ფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური ცენტრის თანახმად, რევოლვერი საბრძოლოა, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG