Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის მოხსენება: 2019 წელს უმუშევრობის დონე ბოლო 18 წელში ყველაზე დაბალი იყო


საქართველოს მთავრობის მოხსენების მიხედვით, უმუშევრობის დონე ბოლო 18 წელში ყველაზე დაბალი 2019 წელს იყო. ანგარიში, რომელიც 2019 წლიდან სექტემბრიდან 2020 წლის მაისის პერიოდს ასახავს, უკვე პარლამენტს აქვს გადაგზავნილი.

"მრავალი გამოწვევისა და რეგიონში დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანაში შენარჩუნდა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების ტენდენცია დაფიქსირდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ავქე აღნიშნულია, რომ გასულ წელს უმუშევრობის დონე 11,6 პროცენტი იყო, ეკონომიკური ზრდა კი 5,1 პროცენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG