Accessibility links

„ლელო“: აუცილებლად მივიჩნევთ საქართველო შეძლებისდაგვარად ეფექტიანად დაეხმაროს სომხეთს


სომხეთში ახალი კორონავირუსით გამოწვეული მძიმე ეპიდემოლოგიური სიტუაციის გამო წუხილს გამოხატავს პარტია „ლელო საქართველოსთვის”. „ლელო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველო სომხეთს დაეხმაროს.

„დღეს, როდესაც სომეხი ერი მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, ხოლო სომეხი ხალხის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად ეფექტიანად დაეხმაროს მეზობელ სახელმწიფოს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამის თაობაზე უკვე არსებობს კომუნიკაცია საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„ლელო“ მიესალმება „ბოლო ხანებში გამოხატულ თვალსაჩინო და აქტიურ ინტერესთა თანხვედრას სომხეთსა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით საგარეო მიმართულებით. ამიტომ "ლელო" მნიშვნელოვნად მიიჩნევს კეთილმეგობრული ურთიერთობების, საგარეო თანამშრომლობისა და მეზობლური კავშირების შემდგომ გაღრმავებას სომხეთთან“.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 11 221 ადამიანი. უკანასკნელ 24 საათი გამოვლინდა 698 ახალი შემთხვევა. სომხეთში COVID 19-თ გარდაცვალა 176 ადამინი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG