Accessibility links

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირადობის მოწმობები ისევ მხოლოდ "ჩიპიანი" იქნება


საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხებოდა ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის წესს.

მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიდნენ ბიომეტრიული პასპორტების გაცემის უალტერნატივო წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას.

მოსარჩელეები ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობის მიღებაზე უარს რელიგიური რწმენის მოტივით აცხადებდნენ. მათი მტკიცებით, „ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 26 დეკემბერს №1404 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობას თანასწორობის უფლებასა და რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით.

საკონსტიტუციო სასამართლოს 4 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG