Accessibility links

ირანში 2018 წელს დაპატიმრებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვეტერანი მაიკლ უაიტი აშშ-ში ბრუნდება


მაიკლ უაიტი დედამის, ჯოანთან ერთად. საარქივო ფოტო.

ირანში 2018 წელს დაპატიმრებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ვეტერანის, მაიკლ უაიტის დედის თქმით, ის გაათავისუფლეს და „შინ მოემგზავრება“.

„ბედნიერი ვარ, გამოვაცხადო, რომ კოშმარი დასრულდა და ჩემი ვაჟი ამერიკის დაცვის ქვეშ იმყოფება და შინ მოემგზავრება“, განაცხადა 4 ივნისს ჯოან უაიტმა.

ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ბრაიან ჰუკი ექიმთან ერთად ჩაფრინდა ციურიხში შვეიცარიის სამთავრობო თვითმფრინავით, რათა შეხვდეს უაიტს, იტყობინება AP აშშ-ის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.

ჰუკი უაიტს აშშ-ის თვითმფრინავით ჩაიყვანს ამერიკაში.

ირანის ხელისუფლებამ უაიტი 2018 წლის ივლისში დააპატიმრა, როცა ის ესტუმრა ინტერნეტით გაცნობილ ქალს, რომელიც შეუყვარდა.

მას 13 წლით პატიმრობა მიესაჯა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შეურაცხყოფის და კერძო ინფორმაციის ინტერნეტში გამოქვეყნების ბრალდებით.

ამჟამად აშშ-ის კიდევ რამდენიმე მოქალაქე იმყოფება ირანის ციხეებში ან გირაოთია გათავისუფლებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG