Accessibility links

საკარანტინო ზონებისთვის დაიხარჯა 32.5 მლნ ლარი


COVID – 19-ის წინააღმდეგ საქართველს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშის თანახმად, საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი.

„პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, „ქეითერინგი“ და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ”, - ნათქვამია ანგარიშში.

სამთავრობო ვებგვერდის, StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 801 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 644, გარდაცვლილია 13 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 424, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG