Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგეგმილია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება დაახლოებით 600 მლნ ლარით


ბიუჯეტის შემცირების შესახებ ვკითხულობთ COVID – 19-ის წინააღმდეგ საქართველს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

2020 წელს ნაერთ ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები, საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი გრანტებისა და კრედიტების გარეშე დაგეგმილი იყო 13.7 მლრდ ლარის ოდენობით, რაც, ანგარიშის თანახმად, განახლებული პროგნოზების მიხედვით მცირდება 1.8 მლრდ ლარით. როგორც მთავრობა აცხადებს, წარმოქმნილი დეფიციტის ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, მიმდინარე წლის მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი: დაგეგმილია ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება დაახლოებით 600 მლნ ლარით.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საგარეო ფაქტორებიდან შემოსავლების კლება უარყოფითად აისახება შიდა მოთხოვნაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა არაპირველადი მოხმარების საგნებსა თუ მომსახურებაზე მოთხოვნა. ამავე დროს, შოკის პერიოდში მნიშვნელოვნად სუსტდება საინვესტიციო აქტივობაც. ეკონომიკის შემცირება, ასევე პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა, პირდაპირ აისახება როგორც ბიუჯეტის შემოსავლების, განსაკუთრებით კი საგადასახადო შემოსავლების, ისე ხარჯების მოცულობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG