Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი უარყოფს 2015 წელს ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმასთან კავშირს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთშაბათს განრისხებული პასუხი გასცა გერმანიას და უარყო ბუნდესტაგის წინააღმდეგ კიბერთავდასხმასთან მოსკოვის კავშირი.

სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ ბრალდება, რომ გერმანიის პარლამენტზე 2015 წელს განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთი დგას, „აბსურდული“ და „უსაფუძვლოა“.

გასულ კვირაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა და განუცხადა, რომ ევროკავშირის სანქციებს გამოიყენებს სავარაუდოდ რუსეთის სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს თანამშრომლის, დმიტრი ბადინის მიმართ.

ბადინი აშშ-ის ხელისუფლების მიერ იძებნება. მიიჩნევა, რომ ის ჰაკერული ჯგუფის APT28-ს ან Fancy Bear-ის წევრია.

როგორც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა ახლახან, მოიპოვება იმის „საფუძვლიანი მტკიცებულება“, რომ 2015 წელს ბუნდესტაგზე განხორციელებული კიბერთავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო კორესპონდენცია მისი საპარლამენტო ოფისიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG