Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში თბოელექტროსადგურის ხელმძღვანელი დააპატიმრეს 20 ათასი ტონა დიზელის საწვავის გაჟონვის გამო


მდინარის გასაწმენდი სამუშაოები ნორილსკში 20 ათასი ტონა დიზელის საწვავის გაჟონვის შემდეგ.
მდინარის გასაწმენდი სამუშაოები ნორილსკში 20 ათასი ტონა დიზელის საწვავის გაჟონვის შემდეგ.

რუსეთში ციმბირის ერთ-ერთი თბოელექტროსადგურის ხელმძღვანელი დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც პოლარული წრის მიღმა მდებარე ობიექტიდან 20 ათასმა ტონა დიზელის საწვავმა გაჟონა და მოხვდა ნიადაგში, ორ მდინარესა და ტბაში.

4 ივნისს კრასნოიარსკის მხარის სასამართლომ ვიაჩესლავ სტაროსტინს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 31 ივლისამდე.

მას ეკოლოგიური ნორმების დარღვევასა და დაუდევრობაში ედება ბრალი.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საგანგებო ვითარება გამოაცხადა 29 მაისს ქალაქ ნორილსკში მომხდარი ინციდენტის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

ელექტროსადგური ეკუთვნის მსოფლიოში ნიკელისა და პალადიუმის მწარმოებელი წამყვანი კომპანიის, Norilsk Nickel-ის შვილობილ კომპანიას.

Greenpeace Russia-მ განაცხადა, რომ ეს ამ მასშტაბის პირველი ავარიაა არქტიკაში.

რუსეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის, ლენა პანოვას თქმით, ადგილობრივი ეკოსისტემის აღდგენას მინიმუმ ათი წელი დასჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG