Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა, კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 805-მდე გაიზარდა.

განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 650-ია.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 508-ით აჭარბებს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.

5 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2424 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG