Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია საქართველოს კვლავ უდასტურებს მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას


იაპონიის საელჩო საქართველოში ავრცელებს განცხადებას ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის შესახებ:

„იაპონია ხელახლა ადასტურებს მის თანმიმდევრულ პოზიციას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის“.

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG