Accessibility links

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ბელარუსს


უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 5 ივნისს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩაფრინდა. თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში ვიქტორ ორბანი, 5 ივნისს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ერთად გამართავს მოლაპარაკებას ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გარშემო.

ბელარუსის ხელისუფლება, რომელიც ორბანის ვიზიტს მიიჩნევს „მნიშვნელოვან ეტაპად უნგრეთ-ბელარუსის თანამშრომლობაში“, ხაზს უსვამს იმას, რომ ორი ლიდერის შეხვედრის დროს იმსჯელებენ ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე, კერძოდ, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილ პროექტებზე.

ამ ვიზიტის ფონია 9 აგვისტოსათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბელარუსში დაწყებული საპროტესტო აქციები, რომელიც ხელისუფლებამ დაშალა, მისი მონაწილეები, დაახლოებით 50 აქტივისტი და ოპოზიციონერი - დააპატიმრა.

ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც 26 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავს ბელარუსს, მეექვსე ვადით აპირებს არჩევნებში გამარჯვებას და ხელისუფლებაში დარჩენას.

ევროკავშირმა კი მინსკს მოუწოდა, გაათავისუფლოს ოპოზიციონერი ნიკოლაი სტატკევიჩი, ბლოგერი სერგეი ციხანოვსკი და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სხვა აქტივისტები. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის და მალე დატოვებენ იზოლატორებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG