Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ სომხეთში კორონავირუსით 7 კაცი გარდაიცვალა, დაინფიცირებდა - 596


სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსით დაინფიცირების 596 ახალი შემთხვევა, 7 პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიის განმავლობაში სომხეთში ჯამში 11 817-ს მიაღწია COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ. განიკურნა 3513 პაციენტი.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობით, სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 183-ს აღწევს, მაგრამ უწყება კვლავინდებურად ამტკიცებს, რომ აქედან კორონავირუსით დაინფიცირებული 69 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG