Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტურისტების მისაღებად ამზადებენ


ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები
ქუთაისის აეროპორტში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები

საქართველოს აეროპორტები საჰაერო საზღვრების გახსნისა და საერთაშორისო ფრენების აღდგენისთვის ემზადება, რისთვისაც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს, ამის თაობაზე აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განუცხადა ჟურნალისტებს.

„1-ლი ივლისიდან საქართველოს ცა იხსნება საერთაშორისო ფრენებისთვის, ეს მოხდება ეტაპობრივად, იმ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოშია. აეროპორტებში მიმდინარეობს სამზადისი - ხდება დასტიკერება, სკანერების მონტაჟი, იმისათვის, რომ მგზავრებმა, სოციალური დისტანციის დაცვით, მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ პროცედურების გავლა. მგზავრებისთვის აუცილებელი იქნება, გამოცხადდნენ პირბადით, სიცხის შემთხვევაში, მოუწევთ დამატებითი შემოწმების გავლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ აღმოაჩნდებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, შეძლებენ, ჩვეულებრივად გაემგზავრონ მათთვის სასურველ ქვეყანაში, რომელიც ასევე გაგვიხსნის საზღვრებს“, - აცხადებს თამარ არჩუაძე.

4 ივნისს ქუთაისში აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილსა და აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, თამარ არჩუაძესთან ერთად დაათვალიერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG