Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარკეთილში პოლიციას ჩაბარდა შეიარაღებული კაცი


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ვარკეთილში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეიარაღებული კაცი პოლიციას ჩაბარდა.

„მოლაპარაკებების შემდეგ პირმა დატოვა საცხოვრებელი სახლი, ჩაგვბარდა. არავინ დაშავებულა ღონისძიების შედეგად. ამ ეტაპისთვის უტარდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი იმყოფება ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში. მასთან რამდენიმესაათიან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, რის შედეგადაც მან მიიღო გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან. არავის საფრთხე არ ემუქრება ამ ეტაპისთვის, არავინ დაშავებულა“, - ამბობს ვაჟა სირაძე.

შეიარაღებულმა კაცმა ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა.

შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას 2018 წელს შემაკავებელი ორდერი ერთი თვით ჰქონდა გამოწერილი ოჯახის წევრზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, რომლის მოქმედების ვადა, ბუნებრივია, გასულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG