Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიახ, 2015 წლის შემდეგ გავღარიბდი - გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვაზე


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

2015 წლის შემდეგ გავღარიბდი და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავი იმიტომ, რომ ვემსახურები ამ ქვეყანას, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში „მთავარი არხის“ ჟურნალისტს კითხვაზე, 2015 წლის შემდეგ სად ქრება ქონება მის ქონებრივ დეკლარაციაში, რომლის თანახმად მთავრობის მეთაურს საბანკო ანგარიშზე 100 ლარამდე აქვს.

„ქონებრივი დეკლარაცია ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც შევსებულია დეტალურად. იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაცა გავყიდე, რაღაცა ნაწილში მეც ვღარიბდები და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. ეხლა რა გინდათ, მოგიყვეთ, ჩემს წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?“, - უთხრა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს.

მის მიერ დასმულ მორიგ შეკითხვაზე, გაღარიბდა თუ არა მოსახლეობაც, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობას უჭირს, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და ასეთი კითხვის ღიმილით დასმა ამორალურია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG