Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ამერიკაში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი იმატებს, აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის


ამერიკის ორივე კონტინეტზე იზრდება კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი, ბრაზილიასა და მექსიკაში ბოლო 24 საათში ვირუსით დაღუპულთა ყველაზე დიდი ზრდა მოხდა, რის ფონზეც რეგიონულ ლიდერებს ეკონომიკების გახსნა სურთ.

ინფიცირების და სიკვდილიანობის ახალი შემთხვევები აშშ-ში გვიჩვენებს იმის ნიშნებს, რომ რაოდენობა იზრდება შეზღუდვების გაუქმების და იმ შეშფოთების ფონზე, რომ უწყვეტმა საპროტესტო გამოსვლებმა პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ შეიძლება პანდემიის აფეთქება გამოიწვიოს.

სამხრეთი ამერიკა კორონავირუსის პანდემიის ახალი ეპიცენტრია და ადგილობრივი ჯანდაცვის მუშაკები გამოდიან ეკონომიკის გახსნის წინააღმდეგ.

ბრაზილიაში სიკვდილის შემთხვევათა რიცხვმა 4 ივნისს იტალიის მონაცემს გადააჭარბა და ახლა, სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა, 210-მილიონიანი მოსახლეობით, მესამეა მსოფლიოში, აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვით. ბოლო 24 საათში ბრაზილიაში 1473 ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით, სულ გარდაცვლილია 34021 ადამიანი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა, კონგრესის კომიტეტს თავისი შეშფოთება გაუზიარა 4 ივნისს, რომ ჯანდაცვის უწყების მიმართვა ხალხისადმი პირბადეების ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ, სრულად არ სრულდება და ბოლო კვირებში ეკონომიკის გახსნის შემდეგ, შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. რედფილდმა გაიმეორა ბოლო დღეებში ჯანდაცვის უწყების თანამშრომლების კომენტარები და გაფრთხილება გამოთქვა, რომ საპროტესტო გამოსვლები მთელ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით ქალაქებში, რომლებსაც პრობლემები ჰქონდათ აფეთქების გაკონტროლებისას.

მთელ ქვეყანაში, ბოლო 24 საათში 1021 ადამიანი გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით და, 4 ივნისის მონაცემით, სულ, დაღუპულთა რაოდენობა აშშ-ში 108120-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG