Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დემონსტრაცია იმართება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით


არსენ ავაკოვის გადადგომის მოთხოვნის დემონსტრაცია კიევში, 5 ივნისს
არსენ ავაკოვის გადადგომის მოთხოვნის დემონსტრაცია კიევში, 5 ივნისს

ასეულობით დემონსტრანტი მივიდა უკრაინის პარლამენტის შენობასთან კიევში და მოითხოვდა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის გადადგომას. დემონსტრანტმა დაანთეს კვამლის ბომბები და პეტარდები.

ავაკოვი, რომელიც ამ დროს, 5 ივნისს, სიტყვით გამოდიოდა პარლამენტში, ბოლო დღეებში მძაფრი კრიტიკის სამიზნე გახდა. მის მიმართ კრიტიკულები აცხადებენ, რომ თანამდებობაზე ყოფნის ექვსი წლის განმავლობაში მან ვერ მიაღწია აღმოეფხვრა პოლიციის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება, გაეტარებინა რეფორმები და ხელი შეეწყო მართლწესრიგისთვის.

მაგრამ ავაკოვს ზურგი გაუმაგრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც მას უწოდა „მართლაც ძლიერი მინისტრი“. ავაკოვის გადადგომის მოთხოვნები მოჰყვა ცნობებს ინციდენტების შესახებ, როცა, სავარაუდოდ, პოლიციელმა გააუპატიურა ქალი ქალაქ კაჰარლიკში, კიევის მახლობლად და კიევში დამნაშავეთა ჯგუფებმა სროლა აუტეხეს ერთმანეთს მაისის ბოლოს.

ავაკოვის გადადგომის მოთხოვნის დემონსტრაციაზე მივიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისა და პარტიის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG