Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძემ ილაპარაკა COVID-19-ით გარდაცვლილი მედიკოსის შესახებ


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის შესახებ.

„გარდაცვლილების შესახებ პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემთ. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კოლეგა საშუალო სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი იყო. ის არ მუშაობდა არცერთ კლინიკაში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მუშაკი“, - თქვა გამყრელიძემ.

სამთავრობო ვებგვერდის StopCov.ge-ს ცნობით, საქართველოში კორონავირუსის 805 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 650, გარდაიცვალა 13 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG