Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბი-ბი-სი-ს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება პირველი სექტემბრიდან


ტიმ დევი, 2012 წლის ნოემბრის ფოტო
ტიმ დევი, 2012 წლის ნოემბრის ფოტო

ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ, ბი-ბი-სი-მ, გამოაცხადა, რომ ტიმ დევი დაიკავებს გენერალური დირექტორის თანამდებობას პირველი სექტემბრიდან:

ბი-ბი-სი საზოგადოებრივი თანხებით ფინანსდება.

„გაერთიანებული სამეფოსთვის ეს იყო კრიტიკული ჟამი და გასულმა რამდენიმე თვემ დაგვანახა, რამდენს ნიშნავს ხალხისთვის ბი-ბი-სი, თქვა 5 ივნისის განცხადებაში დევიმ, რომელიც „ბი-ბი-სი სტუდიოს“ ხელმძღვანელობს და ამასთან, განაგებს მაუწყებლის საერთაშორისო სფეროს განვითარებას და სარედაქციო სტრატეგიას.

„ჩვენი მისია არასოდეს ყოფილა უფრო აქტუალური, მნიშვნელოვანი და აუცილებელი. მე მთლიანად ვემხრობი უმაღლესი ხარისხის შინაარსს და მიუკერძოებლობას", დასძინა მან.

დევი გახდება მაუწყებლობის 98-წლიან ისტორიაში მისი მე-17 გენერალური დირექტორია და შეცვლის ტონი ჰოლს. „სამომავლოდ საჭიროა დავაჩქაროთ ცვლილებები, რათა მოვემსახუროთ მთელს ჩვენ აუდიტორიას ამ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში“, თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG