Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აჭარის ტელევიზიაში თავისუფალი სიტყვაა დატყვევებული“ - ბათუმში გაიმართა საპროტესტო აქცია


აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა ბათუმში. აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილი მოქალაქეები, აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ ბოლო დროს რეგიონულ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის 70-ზე მეტ ჟურნალისტს, რომლის ნაწილი დირექტორმა საქმიანობას ჩამოაშორა, ხელშეკრულება შეუცვალა და სამსახურიდან დაითხოვა.

„აჭარის ტელევიზია საზოგადოებას აღარ ეკუთვნის“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები. გიგა ნაგერვაძე საპროტესტო აქციაზე გალიაში ჩასმული მიკროფონით მოვიდა და თქვა, რომ ეს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დღევანდელი სიმბოლო: „სწორედ ეს ხდება დღეს აჭარის ტელევიზიაში. დირექტორ, გოგა კოხრეიძეს თავისუფალი სიტყვა და აზროვნება დატყვევებული ჰყავს. იგი ზღუდავს ჟურნალისტებს ხელისუფლების დაკვეთით და არ აძლევს მათ იმუშაონ ობიექტურად და კეთილსინდისიერად“ - თქვა გიგა ნაგერვაძეემ.

მაუწყებლის დირექტორის, გოგა კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნის აჭარის ტელევიზიასთან მერვე დღეა შიმშილობს აქტივისტი ალექსანდრე მილორავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG