Accessibility links

კოსოვოს ყოფილი პრემიერი მტკიცედ დგას თავის მოთხოვნაზე ვადამდელი არჩევნების შესახებ


კოსოვოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ მისი მემარცხენე-ნაციონალისტური პარტია, „თვითგამორკვევა“, გააგრძელებს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას მას მერე, რაც პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც ძალიან მცირე უმრავლესობა აქვს, რამდენიმე თვიანი პოლიტიკური მღელვარების შემდეგ.

რადიო თავისუფლებას კურტიმ უთხრა, რომ მისი პარტია გააგრძელებს ბრძოლას პარლამენტს შიგნით და მის გარეთ და გაფრთხილება გამოთქვა, რომ „სუსტი“ მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ავდულა ჰოტი თავმჯდომარებს, საპროტესტო გამოსვლები „გარდაუვალია.

„თვითგამორკვევა“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს მას მერე, რაც კურტის კოალიციურმა მთავრობამ წააგო უნდობლობის ვოტუმი, რომლის ინიციატორი ცენტრისტულ-მემარცხენე, კოსოვოს დემოკრატიული ლიგა იყო.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ახალი მთავრობა კენჭისყრის გარეშე უნდა დამტკიცებულიყო და ჰოტის გზა გაუხსნა პრემიერობისკენ.

ინტერვიუში კურტიმ გაიმეორა თავისი მტკიცება, რომ ჰოტის მთავრობა „არაკანონიერია“, რადგან ძალაუფლება ხელში ჩაიგო „სასამართლოს „არაკონსტიტუციური“ გადაწყვეტილების შედეგად. რადგან „თვითგამორკვევა“ „მთავარი და ყველაზე ძლიერი“ პოლიტიკური ძალაა კოსოვოსში მას მერე, რაც მოუგო ოქტომბრის არჩევნები კოსოვოს დემოკრატიული ლიგას შარშან, ჰოტის მთავრობა დიდხანს ვერ იარსებებს, პროგნოზი გამოთქვა გამოთქვა კურტიმ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG