Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთი განიხლავს ლავასოღლის ექსტრადიციას


მინდია გორაძის (ლავასოღლის) შესახებ საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ ძებნილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს.

„მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები. რადგან გამოითქვა მინდია „ლავასოღლის" ოჯახის წევრების მხრიდან აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრის სურვილი, ორშაბათს 8 ივნისს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლები გააცნობენ მინდია „ლავასოღლის ოჯახის" წევრს და უფლებადამცველს საექსტრადაციო პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს", - აცხადებენ პროკურატურაში.

ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით, მისი ოჯახის წევრებმა აქცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ გამართეს. 2020 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა.

5 ივნისს აქცია-მსვლელობის 9 მონაწილე დააკავეს გონიოსთან, სამართალდამცველებთან წინააღმდეგობის გაწევისვის, ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით. აქციის მონაწილეები „კანონიერი ქურდის“ მინდია გორაძის (ლავასოღლის) თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმიდან სარფის საბაჟოსთან მისასვლელი გზის გადასაკეტად მიდიოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG