Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცერცვაძე: დავაბრუნეთ პლაქვენილი COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში


ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) შესახებ განცხადებას აქვეყნებს. როგორც ცერცვაძე აცხადებს, საქართველომ დააბრუნა ჰიდროქსიქლოროქინი პლაქვენილი COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

„როგორც ცნობილია, ჟურნალ „Lancet“-ში ა.წ. 22 მაისს გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა - „Solidarity“-დან მისი დროებით ამოღების თაობაზე.

რამდენადაც საქართველო მონაწილეობს „Solidarity“ კვლევაში, ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში COVID - 19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებიდან დროებით, ჯანმო-ს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამოგვეღო ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენება. თუმცა, ამავე დროს ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში პლაქვენილს წარმატებით ვიყენებდით სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა.

ა.წ. 2 ივნისს მსოფლიო ექსპერტებს და თავად ჟურნალ „Lancet“-ს გაუჩნდათ კითხვები და ეჭვი ამ ჟურნალში პლაქვენილის თაობაზე გამოქვეყნებული ნეგატიური შედეგების სარწმუნოებაზე და ეს უაღრესად მაღალრეიტინგული ჟურნალი ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა.

პარალელურად ა.წ. 3 ივნისს ჯანმო-ს სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააბრუნოს ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) „Solidarity“ კვლევაში. შესაბამისად, ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში”, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატიის საფუძველზე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეაჩერა „სოლიდარობის კვლევების“ დროს ამ მედიკამენტის ტესტირება.

საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილების გამო, სამკურნალოდ „პლაქვენილის“ გამოყენება შეაჩერა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ექიმების განცხადებით, მედიკამენტის გამოყენებას პაციენტებში არანაირი გართულება არ მოჰყოლია.

3 ივნისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „პლაქვენილი“ კვლევაში დააბრუნა. კონკრეტულად COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი ჯერჯერობით არ არსებობს. ამჟამად პაციენტებს მკურნალობენ სხვა ვირუსული და ინფექციური დაავადებებისთვის განკუთვნილი რამდენიმე მედიკამენტით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG