Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 7 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


მძიმე პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით მსოფლიოში უკვე დაავადდა 7 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 7 ივნისს, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 009 065-ს მიაღწია. მათგან გარდაცვლილია 402 730.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით პირველ ადგილზეა აშშ, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს უახლოვდება. COVID-19-ით გარდაცვლილია 110 500-ზე მეტი ადამიანი.

მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 691 500-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილების - 36 400-ს.

მესამე რუსეთია, სადაც ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 467 000-ზე მეტი ადამიანი და 5800-ზე მეტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG