Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ბიუროს წარედგინება დახურულ სივრცეში უნიღბოდ ყოფნის დაჯარიმების კანონპროექტი


საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას დახურულ საჯარო სივრცეში ნიღბის გარეშე ყოფნისთვის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 500-ით.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეს წესი ვრცელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ტაქსით მგზავრობის დროსაც. ნიღბის გამოყენების ვალდებულება აქვთ როგორც მგზავრებს, ასევე, მძღოლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG