Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევაა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 810-მდე გაიზარდა. მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა იყო 7 ივნისსაც.

განიკურნა კიდევ 9 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 683-ია.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.

8 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2915 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 237.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG