Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი კარანტინის ზონიდანაა


ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

68 წლის მამაკაცი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, წყალტუბოში, ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ქუთაისის კლინიკის დირექტორის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ამ ეტაპზე რაიმე გართულება არ აღენიშნება.

კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დღეს დილით დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 810-მდე გაიზარდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 683.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 13 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG