Accessibility links

იენს სტოლტენბერგი განაცხადებს ნატოს სიძლიერეზე გერმანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზის შესაძლო შემცირების ფონზე


იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 8 ივნისს გააკეთებს მიმართვას, რომელშიც ისაუბრებს ალიანსის გაძლიერებაზე იმ ფონზე, როდესაც ევროპელი მოკავშირეები გამოთქვამენ შეშფოთებას გერმანიაში განლაგებული აშშ-ის სამხედრო ბაზის შემცირების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.

სტოლტენბერგის გამოსვლა ორგანიზებულია ატლანტიკური საბჭოსა და გერმანიის მარშალის ფონდის მიერ და ემთხვევა ალიანსის ორ მნიშვნელოვან სამხედრო ვარჯიშს, რომელიც ამ დღეებში პოლონეთსა და ბალტიის ზღვის რეგიონში ტარდება.

ალიანსის წევრი ქვეყნების შეშფოთება მოჰყვა The Wall Street Journal-სა და Der Spiegel-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯარების მასშტაბურ გამოყვანას აპირებს. The Wall Street Journal-ის თანახმად, აშშ გერმანიიდან გამოიყვანს 9500-მდე სამხედროს, Der Spiegel-ი კი იუწყება, რომ წლის ბოლომდე გერმანიას 5000-დან 15 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს. ამჟამად გერმანიაში აშშ-ის 34,000-მდე სამხედროა დისლოცირებული.

ნატოს ევროპელი მოკავშირეების შიშობენ, რომ გერმანიიდან აშშ-ის სამხედრო ძალის შემცირების გეგმა დაასუსტებს ალიანსს და აძლიერებს ნატოს მოწინააღმდეგეებს, როგორიც რუსეთია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG