Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 6 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა


რუსეთში წუხელ კორონავირუსით გარდაიცვალა 112 პაციენტი - გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა დღეებში, დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 8985 ადამიანით.

რუსეთის საგანგებო შტაბის მონაცემებით, 6000-ს გადააჭარბა პანდემიის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა.

ოფიციალური ცნობით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რუსეთში 476 000-ს აღემატება. მკურნალობას გადის 240 ათასი ადამიანი, დაახლოებით ამდენივე გამოჯანმრთელდა.

იმის გამო, რომ ყოველდღიური შემთხვევები მკვეთრად აღარ იმატებს, რუსეთის მთავრობამ დაიწყო აპრილში შემოღებული მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება. ამ ზომებმა მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას, რომელსაც, ექსპერტთა ვარაუდით, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეკვეცა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG