Accessibility links

ავღანეთში დაავადებული ქართველი სამხედრო სამშობლოში გერმანული თვითმფრინავით ჩამოიყვანეს


გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა Airbus A 400M-მა ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცი 7 ივნისს ჩამოიყვანა

გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფიდან თბილისში ჩამოიყვანეს ქართველი ჯარისკაცი.

ავღანეთის ჩრდილოეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი სამხედრო მძიმედ დაავადდა. გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, „დაავადება არ არის კავშირში კოვიდინფექციასთან, მაგრამ იმდენად სერიოზულია, რომ აუცილებელი გახდა მისი საქართველოში გადმოყვანა“.

ქართველი ჯარისკაცები ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში ასრულებენ ოპერაციას ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG