Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაფარიძე: მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებასა და მათთვის შვილის აყვანის უფლების მიცემას


პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და მათთვის შვილის აყვანის უფლების მიცემას. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა.

ის ბოდვას უწოდებს იმ ჩანაწერს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და რომელიც ქორწინების სუბიექტებად მხოლოდ ქალსა და კაცს განსაზღვრავს.

"ქორწინებაში ვგულისხმობ ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას; რელიგიური რიტუალი კონკრეტული კონფესიის საქმეა... ზოგადად, ვთვლი, რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა", - განმარტავს ის.

ჯაფარიძის ამ კომენტარს წინ უსწრებდა "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შეფასება, რომ საქართველოში ლგბტ პირების უფლებები დაცულია და მხარს არ უჭერს მათთვის ქორწინების უფლების მიცემას.

"ლელოზე ნუ გადაირევით მაინცდამაინც, სხვა პარტიებსაც იდენტური ან ოდნავ გაბლარული პოზიცია აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში; იმიტომ კი არა, რომ რამე პრინციპს იცავენ. ხალხის რისხვის და ხმების დაკარგვის ეშინიათ", - ამბობს ჯაფარიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG