Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართება შეხვედრა სპორტული დარბაზების გახსნის მზაობის შესაფასებლად


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებს სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას. მისი თქმით, მიმდინარე კვირაში დეპარტამენტის წარმომადგენლები ბიზნესომბუდსმენთან ერთად შეხვდებიან სპორტული დარბაზების წარმომადგენლებს, რათა გაირკვეს, რამდენად არიან ისინი მზად ფუნქციონირების გასაახლებად ახალი პირობების შესაბამისად:

„რამდენად არიან ისინი მზად და რამდენად მარტივად შეძლებენ, რომ ადაპტირდნენ იმ მოთხოვნებთან, რომლებიც განსაზღვრული იქნება ჩვენს მიერ, გახსნის პროცესი იქნება დამოკიდებული ამაზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. მისი თქმით, სპორტული დარბაზების გახსნისთვის მთავარ პირობად ეპიდსიტუაცია რჩება:

„ბუნებრივია, ეპიდსიტუაციამ უნდა მოგვცეს ამის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ“, - განაცხადა მან.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 810-მდე გაიზარდა. განიკურნა კიდევ 9 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 683-ია. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი. 8 ივნისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 2915 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 237.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG