Accessibility links

საზოგადოებრივი მაუწყებლის 3 მეურვის ვაკანტურ თანამდებობაზე 10 მსურველია - სია


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი მეურვის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს. ინფორმაცია პარლამენტის ვებგვრდზე გამოქვეყნდა.

არხის მეურვეობა სურთ: ზაზა აბაშიძეს, თამარ ამაშუკელს, ნათია კაპანაძეს, გრიგოლ მურღულიას, ბონდო მძინარაშვილს, ოთარ შაორშაძეს, დოდო შონავას, კონსტანტინე ჩლაიძეს, ნინო ჭალაგანიძესა და ზაურ ხალილოვს.

ამ ცხრა კანდიდატიდან საბოლოოდ შესაძლოა სამი გახდეს საბჭოს წევრი. მათ უმრავლესობის კვოტით არჩეული გია იაკობაშვილი და ოპოზიციის მიერ წარდგენილი ქეთი მსხილაძე და ნინია კაკაბაძე უნდა შეცვალონ.

პარლამენტი სამეურვეო საბჭოს ახალ წევრს ხმათა უმრავლესობით (მინიმუმ 76 ხმა) აირჩევს. იმ შემთხვევეაში, თუ პირველ კენჭისყრაზე მეურვეს ვერ აირჩევენ, სუბიექტებმა კანდიდატები ხელახლა უნდა დაასახელონ. ამ შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის პირი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას (არანაკლებ 51) დააგროვებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG