Accessibility links

კახა კალაძემ აქტივისტებს თავისი ხელმოწერით დაუბრუნა ნაჩუქარი მაისური


თბილისის მერმა კახა კალაძემ აქტივისტებს თავისი ხელმოწერით უკან დაუბრუნა მაისური, რომელზე დატანილ ფოტოზეც იგი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა გამოსახული. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აღნიშნული მაისური კახა კალაძეს მერიაში დღეს მიუტანეს და მომსახურე პერსონალის დახმარებით გადასცეს:

„ეს ჩემი საჩუქარი აუტანეს, დიდი სისწრაფით და იგივე ადამიანმა ჩამომიტანა. ჩვენი ტროლი მერის, ხულიგანი და უზრდელი მერის პირადი ხელმოწერით დამიბრუნეს ეს მაისური“, - თქვა კახა კვეკვესკირმა, რომელიც თბილისის მერს ბრალს სდებს იმაში, რომ მან ვარკეთილის სკვერში მომხდარი ინციდენტის დროს მაისური ჩამოახია.

კახა კვეკვესკირმა მომხდარის გამოძიების მოთხოვნით დღეს განცხადებით გენერალურ პროკურატურასაც მიმართა.

5 ივნისს, ვარკეთილში, სკვერის გახსნაზე მისულ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფს შორის მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ადგილიდან აქტივისტების გარიდება სცადეს.

ერთი მათგანის, კახა კვეკვესკირის მტკიცებით, მას კახა კალაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მაისური შემოახია. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ვარკეთილში 5 ივნისს მომხდარი ინციდენტის დროს ძალადობას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ერთ-ერთი აქტივისტისთვის შემოხეულ მაისურს, კალაძის თქმით, „ალბათ თავად შემოიხია, რადგან პროვოკაცია ვერ მოაწყო“.

კახა კალაძემ ინციდენტის შემდეგ კონფლიქტში მონაწილე აქტივისტს მაისური გაუგზავნა, სადაც ერთ მხარეს მისი და მიხეილ სააკაშვილის, მეორე მხარეს კი მისი და სანდრა რულოვსის ფოტოა აღბეჭდილი. აქტივისტებმა საპასუხოდ მერს ასევე გაუგზავნეს მაისური, რომელზეც დატანილ ფოტოზე მერი მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა გამოსახული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG