Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილისი პრაიდის" ინფორმაციით, მათ ოფისს გუდრონის მსგავსი საღებავები ესროლეს


თბილისში, "თბილისის პრაიდის" ოფისს გუდრონის მსგავსი საღებავები ესროლეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი თაბაგარმა განუცხადა.

"ჩვენს ოფისთან გურამ ფალავანდიშვილი და მისი ჯგუფი ყოველთვე მოდიან ხოლმე. ამ შაბათ-კვირას დაგვხვდა შავი გუდრონის მსგავსი საღებავები და კვერცხის ნაჭუჭები. პოლიცია, ზოგადად, აქ არის ხოლმე და, როგორც ვიცი, ფოტოებიც გადაუღეს მათ და იდენტიფიცირებულები არიან", - ამბობს თაბაგარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს და რამდენიმე პირი გამოკითხეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG