Accessibility links

სოფელ კირაჩ-მუღანლოში მცხოვრებ ორ ქალს დაუდასტურდა COVID - 19


აზერბაიჯან-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდთან“
დაკავშირებულ ორ ქალს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებულები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოდან არიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, ინფიცირების ფაქტის დადასტურებასთან ერთად, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს COVID19 - ით დაავადებულთა კონტაქტების დადგენა.

ქალაქ მარნეულის „ჯეოჰოსპიტლიდან" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაავადების დადგენამდე ინფიცირებულები მათთან შეყვანილი არ ყოფილან.

სამთავრობო ვებგვერდის StopCov.ge-ს ცნობით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 812-ს მიაღწია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 683, გარდაიცვალა 13 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG