Accessibility links

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი საუკეთესო ნაკრები მსოფლიოს თასის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს


საქართველოს სარაგბო ნაკრებს მსოფლიოს 2023 წლის თასზე მოსახვედრად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე პირველი ან მეორე ადგილის დაკავება დასჭირდება, მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი დამატებით საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება. მსოფლიო რაგბიმ მსოფლიოს 2023 წლის თასის შესარჩევი ეტაპების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და უკვე ცნობილია, რომ ფინალური ეტაპისთვის გასათამაშებელი ბოლო რვა ადგილიდან ევროპას ორი ან სამი ერგება.

მსოფლიოს თასზე თამაში უკვე გაინაღდეს 2019 წლის მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო სამეულში მოხვედრილმა ნაკრებებმა: სამხრეთ აფრიკამ, ინგლისმა, ახალმა ზელანდიამ, უელსმა, იაპონიამ, საფრანგეთმა, ავსტრალიამ, ირლანდიამ, შოტლანდიამ, იტალიამ, არგენტინამ და ფიჯიმ.

ბორჯღალოსნები ბოლო წლებში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ყველა კონკურენტს ადვილად ამარცხებენ, 2007-2008 წლების სეზონიდან მოყოლებული, ჩემპიონის ტიტული არავისთვის დაუთმიათ და ლოგიკურია, რომ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზეც უმთავრესი ფავორიტები იქნებიან. მსოფლიოს თასზე კი საქართველოს ნაკრებმა 2003 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ ითამაშა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG