Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი ნატოს ერთიანობისკენ მოუწოდებს, ჩინეთიდან და რუსეთიდან გამოწვევების ფონზე


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ 30-წევრიანი ალიანსი უნდა "დარჩეს ძლიერად სამხედრო თვალსაზრისით, იყოს უფრო ერთიანი პოლიტიკური თვალსაზრისით და უფრო ფართო გლობალური მიდგომა უნდა შეიმუშავოს", საიმისოდ, რომ კვლავაც "დაიცვას ჩვენი დემოკრატიები", უფრო და უფრო "კონკურენტულ მსოფლიოში".

გამოსვლაში, რომელშიც მან ნატოს 2030 წლის ვითარების შესახებ საკუთარ ხედვაზე ისაუბრა, სტოლტენბერგმა 8 ივნიის მოკავშირეებს მოუწოდა გააგრძელონ ინვესტირება თავიანთ შეიარაღებულ ძალებში, ალიანსი გამოიყენონ ფორუმად, სადაც იქნება განხილვები და, როცა საჭიროა, გადაიდგმება ნაბიჯები საერთო უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით. ამასთან, სტოლტენბერგი ნატის წევრებს მოუწოდებს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ "თანამოაზრე" პარტნიორებთან, მაგალითად ავსტრალიასთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასთან და სამხრეთ კორეასთან, რათა "დაიცვან ის გლობალური წესები და ინსტიტუტები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველჰყოფდნენ ჩვენს უსაფრთხოებას".

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი კვლავაც შესაბამისი "შედეგების გარეშე აგრძელებს თავის სამხედრო აქტივობებს", ექსტრემისტული ორგანიზაცია, ისლამური სახელმწიფო და სხვა ტერორისტული ჯგუფები "უფრო მხნედ" არიან, ხოლო სახელმწიფო და არასახელმწიფო ძალები ავრცელებენ "დეზინფორმაციას და პროპაგანდას".

ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, ჩინეთის აღზევება "ფუნდამენტურად ცვლის ძალაუფლების ბალანსს, ინტენსიფიკაციას უკეთებს რბოლას ეკონომიკური და ტექნოლოგიური ლიდერობისთვის, ზრდის საფრთხეებს, რომლებიც ღია საზოგადოებებს და ინდივიდუალურ თავისუფლებებს ემუქრება და აღრმავებს მეტოქეობას ჩვენი ღირებულებების და ცხოვრების ჩვენი სტილის გარშემო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG