Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გამოძიება დაიწყო მარნეულში მუშის გარდაცვალების ფაქტზე


მარნეულში მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის და გარდაცვალების ფაქტზე რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით. ის გულისხმობს უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.

დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მარნეულის ცენტრში მუშა სიმაღლიდან 8 ივნისს, დღის მეორე ნახევრში გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 51 წლის მამაკაცი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზიულაჯლოდან იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG