Accessibility links

PHR: სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკოლოზ ბასილაშვილის შემაკავებელი ორდერი


თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. ინფორმაციას ჩოგბურთელის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას, თუმცა, სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

ყოფილი ცოლი ნიკოლოზ ბასილაშვილს ადანაშაულებს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობაში. ჩოგბურთელი ძალადობას უარყოფს. 22 მაისს დაკავებულ ბასილაშვილს სასამართლომ 100 000 ლარის გირაო შეუფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG