Accessibility links

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევაა


გასული საღამოს შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო რიცხვი 818-მდე გაიზარდა.

გასულ საღამოს დადასტურებული 2 ახალი შემთხვევის ჩათვლით, კლინიკებს 8 ახალი პაციენტი ჰყავთ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარმოდგენამდე განაცხადა, რომ 8-დან სამი პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, კიდევ ორის დაინფიცირების პირველწყარო კი, ბოლომდე ჯერჯერობით გაურკვეველია. ამიტომ, გახარიას თქმით, საუბარი ეპიდემიის დამარცხების შესახებ, მინიმუმ, ნაადრევია და მობილიზაციის მაღალი დონე უნდა შენარჩუნდეს.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი ამჟამად 686-ია.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG