Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41,7%-ით შემცირდა - წინასწარი მონაცემები


საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41,7%-ით შემცირდა და 165,5 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 283,6 მლნ აშშ დოლარი იყო.

"შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში", - ვკითხულობთ საქსტატის ანგარიშში.

2020 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების 44 პროცენტზე მეტი გაერთიანებულ სამეფოზე მოდიოდა, შემდეგ ადგილზე იყო აშშ (17%), პანამა (11,9%), დანია (7%) და ა.შ.

პირველ კვარტალში ბოლო 10 წელში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (411,7 მლნ აშშ დოლარი) 2017 წელს დაფიქსირდა. მას შემდეგ კი ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს: 2018 წელი - 323,5 მლნ აშშ დოლარი, 2019 წელი - 283,6 მლნ აშშ დოლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG