Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამტრედიაში კაცი დააკავეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1972 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელსაც ბრალი მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მუქარაში ედება.

გამოძიების თანახმად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ი.დ-მ 3 ივნისს სამტრედიაში ტაქსით მგზავრობის დროს მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქალს დანით ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. ამის შემდეგ იგი მანქანიდან გადავიდა, დაზარალებული ქალი კი პოლიციას დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა.

კაცი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა და ნივთმტკიცებად გასაშლელი დანა ამოიღო.

გამოძიება ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის მუხლებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG