Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში მომხდარი ჩხუბისას დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა


გორში რესტორნების გახსნიდან პირველივე დღეს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გვიან ღამით, ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა იჩხუბეს.

მძიმედ დაშავდა 18 წლის ბიჭი, რომელიც კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია. კლინიკის ინფორმაციით, ახალგაზრდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მას დაზიანებული აქვს თავის ქალა, დამტვრეული აქვს სახის ძვლები და ტვინის შეშუპება აღენიშნება.

რესტორანთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და ინციდენტში მონაწილე პირების დაკითხვა. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ხულიგნობის მუხლით. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო დაკეტილმა რესტორნებმა მუშაობა 8 ივნისს განაახლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG