Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აშშ-ში დაკრძალავენ ჯორჯ ფლოიდს, რომლის სიკვდილს ფართო საპროტესტო ტალღა მოჰყვა


დღეს ჰიუსტონში დაკრძალავენ აფრიკელ ამერიკელ ჯორჯ ფლოიდს, რომლის სიკვდილს აშშ-ში სასამართლო სისტემის ცვლილებების მოწოდებები მოჰყვა. ქვეყანაში გრძელდება ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლები და მოწოდებები, რომ პოლიციის განყოფილებებს შეუწყდეთ დაფინანსება.

8 ივნისს ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი ფლოიდს, რომლის ცხედარი ტეხასის ქალაქ ჰიუსტონის ეკლესიაში იყო დასვენებული. ფლოიდი ჰიუსტონში აღიზარდა.

46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს გარდაიცვალა მინეაპოლისში, მას შემდეგ, რაც პოლიციელს, რომელიც მისი დაკავების ოპერაციას ატარებდა, ცხრა წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი მუხლი ფლოიდის კისერზე. ეს უკანასკნელი პოლიციელს ეუბნებოდა, რომ სუნთქვა აღარ შეეძლო. ფლოიდი, რომელიც ყალბი ფულის გამოყენებისთვის დააკავეს, ამის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

მისმა სიკვდილმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლების ტალღა გამოიწვია.

გამოსვლების ფონზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გამოვიდა პოლიციის რეფორმირების ინიციატივით. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკუაგდო პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის წინადადება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG