Accessibility links

გამყრელიძე: რაც იმ დღეს ფოტოებში ვნახე, "ფაბრიკაში" ბევრად უფრო მომატებული რისკია, ვიდრე გამოცდებზე


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხე ისევ არის და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან. პანდემიაზე საუბრის დროს მან რამდენიმე დღის წინ ფეისბუკში გავრცელებული ფოტოები გაიხსენა, სადაც ასახული იყო ხალხმრავლობა "ღვინის ქარხანასა" და "ფაბრიკაში".

"ძალიან გთხოვთ, ნუ გავთამამდებით და დავიცვათ რეკომენდაციები... ბევრად უფრო მომატებული რისკია, რაც იმ დღეს "ფაბრიკაში" და "ღვინის ქარხანაში" ხდებოდა [ფეისბუკში ვნახე], ვიდრე ეროვნულ გამოცდებზე, იმიტომ, რომ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები", - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო როგორც დახურული, ისე ღია ტიპის კაფე-რესტორნები და ბარები. ღია დაწესებულებებზე შეზღუდვა, დაახლოებით, 10 დღის წინ მოიხსნა, დახურულ სივრცეებზე კი - გუშინ, 8 ივნისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG