Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი ივნისში გამართავენ მოლაპარაკებას ბირთვული შეიარაღების შესახებ, ჩინეთი მიწვეულია


მარშალ ბილინგსლი
მარშალ ბილინგსლი

აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ ბირთვული შეიარაღების შესახებ მოლაპარაკების გამართვასა და მასში ჩინეთის მონაწილეობაზე, - ამის შესახებ შეიარაღების კონტროლის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მარშალ ბილინგსლიმ განაცხადა ტვიტერით 8 ივნისს გავრცელებულ ცნობაში, რომლითაც გაურკვეველია, აპირებს თუ არა ჩინეთი მონაწილეობის მიღებას.

„დღეს შევთანხმდით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან [სერგეი] რიაბკოვთან ბირთვული იარაღის შესახებ ივნისში გასამართი მოლაპარაკების ადგილსა და დროზე. ჩინეთიც არის მოწვეული. გამოავლენს ჩინეთი კეთილ ნებას და გამართავს მოლაპარაკებას“, - წერს მარშალ ბილინგსლი.

აშშ-ის პრეზიდენტის ცნობას არ მოჰყოლია კომენტარი რუსეთის ხელისუფლებიდან. სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ აშშ-სა და რუსეთს შორის START-ის სახელწოდებით მიღწეული შეთანხმების მოქმედების ვადა 2021 წლის თებერვალში იწურება.

მოსკოვი ესწრაფვის ხელშეკრულების ვადის კიდევ ხუთი წლით გაგრძელებას, ვაშინგტონი წინააღმდეგია და, თავის მხრივ, აუცილებლად მიიჩნევს, რომ შეთანხმება გავრცელდეს ჩინეთზეც. პეკინი, რომლის ბირთვული არსენალი შეუდარებლად მცირეა აშშ-ისა და რუსეთის სტრატეგიულ შეიარაღებასთან შედარებით, არ არის დაინტერესებული მსგავს მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG